ახალწვეულებმა საქართველოს ერთგულების ფიცი დადეს და ქვეყნის სამსახურისათვის მზადყოფნა გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა შესძინა.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს გიორგი გასვიანთან ერთად დაესწრო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა და აღნიშნა, რომ სამშობლოს სამსახური თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია.