საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს 

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება