The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს მონაწილეობას
აფასებს გამოცემის კომერციული დირექტორი. მეთ მივდვორსის განცხადებით,
საქართველომ ფესტივალში მონაწილეობით დიდი წარმატებას მიაღწია.
„საქართველოსთვის National Geographic-ის გასტრონომიულ ფესტივალში
მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის. საქართველოს
შეუძლია შთააგონოს და მოიზიდოს ვიზიტორები თავისი კვებისა და ღვინის
მდიდარი კულტურით. ძალიან მოახარული ვარ, რომ ამ ფესტივალში
საქართველოა წარმოდგენილი“,-განაცხადა მეთ მიდვორსმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში,
ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო
მონაწილეობა. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის
თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში,
ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen ჩატარდა.