fbpx

საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში-წერს Twitter-ზე პომპეო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე არასამთავრობოებთან შეხვედრაზე წერს.

„სასიამოვნო იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი საუბარი სასამართლო რეფორმისა და დემოკრატიული პროგრესის შესახებ.

საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების საკითხების გაძლიერებაში“,- წერს პომპეო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება