fbpx

საფრანგეთმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.

საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.

გაუზიარე!

Shares