fbpx

სასიხარულო ფაქტია, დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა-მეუფე შიო

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიო მუჯირი აცხადებს, რომ სასიხარულოა ფაქტი, როდესაც დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა.

მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ დავით გარეჯის ორი მონასტერი – ჩიჩხიტური და უდაბნო საქართველოს საზღვრებში მოექცევა.

„მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთადერთი სასიხარულო ის არის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares