fbpx

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქარველოს მოქალაქის
კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური
დათვალიერების შედეგად, 25 444.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული
საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს (საერთო წონა: 115.64 გრამი).
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურს გადაეცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება