fbpx

სანქციებისგან თავის არიდების FAKE კამპანიებზე ირაკლი კობახიძის განმარტებაში ყველა კითხვაზე დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხებია გაცემული

„ეს წერილი პრაქტიკულად სპეკულაციების სივრცეს აღარ ტოვებს.

ვფიქრობ, ამ პასუხის შემდეგ ან ფაქტები უნდა წარმოადგინონ, ან ჭორაობას თავი დაანებონ“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის „ფეისბუქ“ სტატუსს. როგორც გვიდიანმა აღნიშნა, ამ ორკესტრირებულ FAKE კამპანიაში ისეთი მედიასაშუალებაც ჩაერთო, როგორიც CNN-ია.

ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ დააზიანა საქართველოს საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია. მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ორკესტრირებულად ცდილობენ დააზიანონ საქართველოს ინტერესები. თუმცა, ეს ტყუილები უპასუხოდ, რა თქმა უნდა, არ და ვერ დარჩება.

„სანქციებისგან თავის არიდების FAKE კამპანიებზე ირაკლი კობახიძის განმარტებაში ყველა კითხვაზე დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხებია გაცემული. ეს წერილი პრაქტიკულად სპეკულაციების სივრცეს აღარ ტოვებს. ვფიქრობ, ამ პასუხის შემდეგ ან ფაქტები უნდა წარმოადგინონ, ან ჭორაობას თავი დაანებონ. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად უამრავი მოგონილი ამბავი გავრცელდა, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობად. ეს თემა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, კონკრეტული ფაქტების და არგუმენტების გარეშე.

უკრაინის დაზვერვამ არაერთხელ გაავრცელა ასეთი დეზინფორმაცია, თუმცა დასადასტურებლად არცერთი ფაქტი არ მოუყვანია. ისიც გემახსოვრებათ, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში რაც იკადრეს, რომ თითქოს საქართველოდან მძიმე სამხედრო ტექნიკა შევიდა რუსეთშიო, თან ისე, რომ თურმე ამხელა ეშელონები ვერაფერმა დააფიქსირა. ეს მიზანმიმართული ტყუილები მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაზიანებას ისახავს მიზნად. აქ ალბათ ლოგიკური კითხვაც ჩნდება – რატომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ატარებს საქართველოს ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც საქართველოსთვის არის სასარგებლო! ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ორკესტრირებულ FAKE კამპანიაში ისეთი მედიასაშუალებაც ჩაერთო, როგორიც CNN-ია. ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ, თავის საქმე გააკეთა – დააზიანა საქართველოს საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია.

უკვე ყველაფერი ნათელია, გარკვეული ჯგუფები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ორკესტრირებულად ცდილობენ დააზიანონ საქართველოს ინტერესები. თუმცა, ეს ტყუილები უპასუხოდ, რა თქმა უნდა, არ და ვერ დარჩება.“- წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება