fbpx

სანამ ჩვენი უთავმოყვარო ფარშევანგი პრეზიდენტი შეიწყალებს ყოფილ პრეზიდენტს და მერე ამ ყველაფერს ევროპა-ამერიკას გააპრავებინებს, მიშას წინააღმდეგ ახალი საქმე უნდა აღიძრას!

ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების უფლება არ აქვს, რადგან მასზე მიმდინარე სამართლებრივ საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს ასე ეხმაურება მსახიობი თემურ გვალია სააკაშვილის შეწყალების საკითხს.

“სანამ ჩვენი უთავმოყვარო ფარშევანგი პრეზიდენტი შეიწყალებს ყოფილ პრეზიდენტს და მერე ამ ყველაფერს ევროპა-ამერიკას გააპრავებინებს, მიშას წინააღმდეგ ახალი საქმე უნდა აღიძრას! ოღონდ გამოგონილი კი არა, ნამდვილი ფაქტებით გამყარებული..
სანამ სასამართლო არ დასრულდება ბოლომდე, პრეზიდენტს გაუსამართლებელი პირის შეწყალების უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ არის შანსი, ამ პირის საქმის მიმდინარეობის მსვლელობის დროს, დამატებით კიდევ გამოიკვეთოს სხვა, ახალი დანაშაულებები.

ხოდა ეგ არაა მგონი ძნელი საქმე. თუ არადა მითქვამს მე”.. წერს თემურ გვალია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება