fbpx

სამწუხაროდ ჩემი გვერდიც დაიბლოკა,ტროლებიც ხართ, ბოტებიც და უსინდისოებიც, -კობა ხაბაზი

ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი, მეგობრების დახმარებით ავრცელებს მიმართვას:

სამწუხაროდ ჩემი გვერდიც დაიბლოკა. ქოცებს არ მივმართავ, ზუსტად ვიცი, რომ დიდი ხანია ცდილობდნენ ჩემი გვერდის დაბლოკვას, ათასობით რეპორტს აგზავნიდნენ, რადგან მწარე სიმართლე მათ სიმშვიდეს ურღვევდა.

მივმართავ მოყვასიი ტყავში გახვეულ ფარისევლებს, ყალბი პათოსით რომ აპელირებენ – აი ნაციონალებმაც გაგვცენ პასუხი, რატომ ჰყავდათ ტროლები და ბოტები, რატომ ავრცელებდნენ ყალბ, სიძულვილის და ძალადობის მოწოდებებსო.

ფარისევლებო, ტროლებიც ხართ, ბოტებიც და უსინდისოებიც, სად ნახეთ სიძულვილის ან სიყალბის შემცვლელი პოსტები ჩემს გვერდზე? რა, ჩემი ულამაზესი სოფლის ფლორისა თუ ფაუნის ფოტოები იყო სიძულვილის გამოხატულება თუ მშრალი ციფრების ანალიზი იყო სიყალბე?

სიძულვილის პოსტები ჩემს გვერდზე არ და ვერ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სიძულვილს არასდროს ვაძლევ უფლებას ჩემზე იბატონოს, გაგიკვირდებათ, მაგრამ დამიჯერეთ, არც ქოცი მძულს და არც ოკუპანტი, ქოცი მეცოდება, რადგან ამპუტირებული სულის მქონე ადამიანი საბრალოა და არა საძულველი, ოკუპანტს რაც შეეხება არასდროს მავიწყდება მაჰათმა განდის სიტყვები, რომ მტერს იმიტომ კი არ უნდა ებრძოლო, რომ მტერი გძულს, არამედ იმიტომ, რომ სამშობლო გიყვარს, დიახ, არც ოკუპანტი მძულს, მე სამშობლო მიყვარს და სამშობლოს სიყვარულია ჩემი მამოძრავებელი და არა მტრის სიძულვილი.

კობა ხაბაზი”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება