fbpx

სამწუხაროა და საცოდაობაა იმის ყურება, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს თუნდაც ციხიდან ვინმეს დასახსნელად ქვეყნის იმიჯიც კი შელახონ ტყუილით

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი პიმენ ყურაშვილი პატიმარ სააკაშვილის ციხიდან თავის დახსნის იმპროვიზაციებზე სოციალურ ქსელში წერს.

“მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უარს ამბობს სისხლში მძიმე მეტალების განსაზღვრაზე და თანახმაა გაიკეთოს თმის ან ფრჩხილის ანალიზი.
რატომ?
სწორედ იმიტომ, რომ ადრეც დავწერე, პირიქით არის სინამდვილეში, სისხლში ან შარდში უნდა ინახოს მძიმე მეტალი, რომ იმსჯელო შემდგომ მის ტოქსიურობაზე. თმის ან ფრჩხილის ანალიზი კი არ არის რეკომენდებული, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი ვერ იმსჯელებ მის ტოქსიურობაზე ან რამე გავლენაზე კლინიკური მდგომარეობის მხრივ. ამის შემდეგ მაინც სისხლის ან შარდის ანალიზი უნდა აიღო და ნახო იქ არის თუ არა ეს მეტალი.
ძალიან სამწუხაროა და საცოდაობაა იმის ყურება, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს თუნდაც ციხიდან ვინმეს დასახსნელად ქვეყნის იმიჯიც კი შელახონ ტყუილით, თან უზარმაზარი ტყუილით. მიშასგანაც მოულოდნელია ამ დონეზე დაცემა. საცოდაობაა ასევე ყველა დანარჩენის ყურება, ვინც თვალს ხუჭავს ნებით თუ უნებლიეთ და თვალებში ეყრება მისთვის განკუთვნილი ნაცარი.
კონსილიუმის ექიმების მიკვირს ძალიან! ასევე ძალიან მიკვირს ყველა დანარჩენი ექიმის ვინც ამას ისმენს და უყურებს! მზად ხართ ყველანი ერთხმად რომ მედიცინაც კი ესეთი პოლიტიკით დააბინძურონ? ხმა არ გაქვთ? სად ხართ და როდემდე აპირებთ ამის მოსმენას?
აქვე გირთავთ ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციას სადაც წერია, რომ “არ უნდა გაკეთდეს თმის ან ფრჩხილის ანალიზი მძიმე მეტალის განსასაზღვრად”!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება