fbpx

სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა. დაბა ადიგენში, ბაზრის ტერიტორიაზე გამოფენა/დაჯილდოება მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რძის პროდუქტები (ადიგენში მოქმედი კოოპერატივები ). მსურველებს შეეძლოთ გაცნობოდნენ მომწოდებლების პროდუქციასა და აღჭურვილობებს. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტი „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2-ის“ ფარგლებში, ინოვაციური მცირე გრანტების გამარჯვებულებს (მეცხოველეობის და ვეტერინარიის კუთხით) სერთიფიკატები და აღჭურვილობები გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება , გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) მხარდაჭერით ააიპ სამყარო/EYW-მ გაუწია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება