fbpx

სამცხე-ჯავახეთის DMO-მა მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში “ITB Berlin 2024” მიიღო მონაწილეობა

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, 5-7 მარტს, გერმანიაში, მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვა რეგიონების DMO-თან და საქართველოში ოპერირებად ტურისტულ კომპანიებთან ერთად.

2024 წელს ITB Berlin-მა წინა წლის შედეგებს გადააჭარბა. 27 დარბაზში წარმოდგენილი იყო 5500 მონაწილე მსოფლიოს 170 ქვეყნიდან. გამოფენას დაახლოებით 100 000 ვიზიტორი ჰყავდა, აშუქებდა 3200-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი მსოფლიოს 103 ქვეყნიდან და 300-მდე ბლოგერი.

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ არა ერთი შეხვედრა განახორციელა მედიის წარმომადგენლებთან, ასოციაციებთან და ტურიზმში ჩართულ კომპანიებთან. შედეგად დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. სამცხე-ჯავახეთის სტენდთან, გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და კულტურას გასცნობოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება