fbpx

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედა

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მაკა ბერიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, სოსო ალიბეგაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსთან გიორგი მიქელაძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედა.
შეხვედრა სადისკუსიო ფორმატში გაიმართა, რა დროსაც ისაუბრეს საჯარო სამსახურში სტაჟირების და მუშაობის დაწყების ზოგად პრინციპების შესახებ.
საუბარი აგრეთვე შეეხო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლიც დადებითად აისახება ახალგაზრდების ცხოვრების პირობებზე.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ფორმატის შეხვედრები სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება