სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი ქოჩიაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში — რუსთავში, ოშორასა და ჭობარეთში — ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონები გახსნა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი-სტადიონები ხელოვნური საფარითა და ლითონის ღობეებით, რაც ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტული ინფრასტრუქტურით სრულფასოვნად სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
სამივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 411 996 ლარს შეადგენს.
რწმუნებულის მოადგილემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ საყუდაბელში მიმდინარე სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება განსაზღვრულ ვადაშია დაგეგმილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება