საკონსულტაციო საბჭომ განიხილა და მოიწონა ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომელიც დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს წარედგინება.
შეხვედრაზე ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი მიქელაძე, სერგი მუშკუდიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები, სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.