fbpx

სამტრედიის ყველაზე მაღალმთიან სოფელში კაპიტალური გზა კეთდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ადმისტრაციულ ერთეულში, ოფეთის თემში 7კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის გზის საფარი ეწყობა.

მიმდინარე პროექტი დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგულესთან, ლადო ზაქრაძესთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

ოფეთის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ასფალტის საფარი იგება, ჯიხაიშის და იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჯუხაიშში მე-19 უბანზე და იანეთში 8, 10, 13
ქუჩაზე.

დავით ბახტაძე-,,ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გრუნტით დაფარული გზა წლებია ამორტიზებულია. ეს სოფელი იყო ერთადერთი მიმართულება სამტრედიის მუნიციპალოტეტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა იყო მძიმე მდგომარეობაში. ეს პროექტი იქნება შემკრები და ჩვენ უკვე ყველა ადმინიატაციულ ერთეულში ცენტრამდე მისასვლელი გზა გვექნება კეთილმოწყობილი, ადგილობრივების მდგომარეობას ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობეაებს. გაუადვილდებათ წკოლოგიურად აუფთა პროდუქტის რეალიზება და კომფორტული გადაადგილება.”

ოფეთის მიმართულებით მსგავსი პროექტი პირველად ხორცოელდება. ადგილობრივი მოსახლეობა მადლიერებას ვერ ფარავს.

ლია გიგინეიშვილი-თევზაძე ,,ოფეთში საუკუნის პროექტს ვუწოდებთ ამ საქმეს. მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა გვარდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იფიქრა, იშრომა და ეს ოცნენა რეალობად გვიქცია.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება