fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ დამსახურებულ მწვრთნელებს, სენსეი მიხელ ქანთარიას და კალთბურთის მწვრთნელს, თამაზ ხაფავას სიმბოლური საჩუქრებით იუბილე მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდონარემ, ნუგზარ ჯამბურიამ და კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ, დამსახურებულ მწვრთნელებს, სენსეი მიხელ ქანთარიას და კალთბურთის მწვრთნელს, თამაზ ხაფავას სიმბოლური საჩუქრებით იუბილე მიულოცეს. დავით ბახტაძე- ,, ფასდაუდებელია ის შრომა, რასაც თითოეული თქვენგანი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში დებთ. არაერთი თაობა გაზარდეთ და მათ სამტრედია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ჩემპიონატზე არაერთხელ ასახელეს. მადლობა გაწეული შრომისთვის, ერთგულებისთვის და შემართებისთვის.“ დღევანდელ ხელისუფლებისა და სპორტის მესვეურებმა განსახორციელებელ სპორტულ აქტივობებზე და ამ კუთხით ინფრასრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ,,სპორტის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ინფრასრუქტურის მოწესრიგება და გავითარება. სამტრედიაში კიდევ ვგეგმავთ სპორტული ობიექტების აშენდებას და არსებულების რეაბილიტაციას” აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება