fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტდი შიდა-სასოფლო გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით სამტრედიაში შიდა-სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დიდ ჯიხაიშში, გზის ასფალტ-ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა.

მე-16 ქუჩაზე, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. აღნიშნული გზა მოსახლეობას სახნავსათეს მიწებთან და თხილის ბაღებთან აკავშირებს, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშშს უერთდება.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

დავით ბახტაძე, ,,სხვადასხვა ფონდებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. გზების მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტულია. აღნიშნული ქუჩის პარალელურად ჯიხაიშში სამუშაოები მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩაზე. ასეთი ტიპის მასშტაბური სამუშაოები სხვა სოფლებშიცაა დაგეგმილი. სადაც კი გზის პრობლემა დგას, ეტაპობრივად ყველგან მოგვარდება.”

ჯიხაიშში მიმდინარე წელს ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, დევნილთა კომპაქტურ დასახლებამდე მიმავალ გზაზე, N 21 ქუჩიდან სოფელ ჭაგნის მიმართულებით, N 37, 38, 23, 40 ქუჩებზე, მე-16 ქუჩის პარარელურად, გზა იგება, მე-8, 10, 11, და 12, 16 ქუჩებზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება