fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ხელოვნების დარგში მოღვაწე ქალბატონები დაასაჩუქრა

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიამ, სამტრედიელი ქალბატონებისთვის არაერთი სასიამოვნო ღინისძიება დაგეგმა.

დღეს ხელოვანთა დარბაზმა შემოქმედ ქალბატონთა არაჩვეულებრივ გამოფენას უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთი სამახსოვრო დღე აჩუქა.

ფერწერული ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დავით ბახტაძე-,,გაზაფხულის დადგომა, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ ძვირფას ქალბატონებს. ოჯახური ბედნიერება და შვილების კარგად ყოფნა მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირთა დედებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ.”

დღევანდელი საღამო ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი კომპოზიციებით გაალამაზეს დ. შაბიძის სახელობის სახელოვნებო სკოლის პედაგოგებმა.

დასასრულს მერმა ხელოვნების დარგში მოღვაწე ქალბატონები დაასაჩუქრა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება