fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტში. ნაბაკევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი პარკი მოეწყობა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და დასასვენებელი პარკი მოეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსასვენებელი სკვერი ეწყობა რესპუბლის ქუჩის N 8 – ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მიმდებარედ. ქალაქის მასშტაბით სამ ლოკაციაზე სატრენაჟორო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სატრენაჟორო სივრცე უკვე მოეწყო იანეთის ადმინისტრაციული ერთელის პირველ უბანში, ასევე სამუშაოები მიმდინარეობს წერეთლის ქუჩის ბინების ეზოში და ფარნავაზისა და ბახტაძის ქუჩების კვეთაზე არსებულ პერიმეტრზე. დავით ბახტაძე- 🔊 ,,ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ყველა დაგეგმილი პროექტი ხორციელდება სტანდარტების მაქსიმალური გათვალისწინებით და რაც მთავარია გამომდინარეობს მოსახლეობის ინტერესებიდან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება