fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართველი მებრძოლების სამაგალითო გმირობას. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები მათ მშობლიურ სოფლებში გაიხსენეს და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის ოთხი სამტრედიელი – მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე. მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება