fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

,,საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები განახორციელოს.

ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80 სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები უკვე მიმდინარეობს.

სამტრედიაში მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსებით ფარგლებში, მე-12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. სკოლას ისტორიული ნაწილი სრულად შეუნარჩუნდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,სამშენებლო ჯგუფი” ასრულებს.

მე-12 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელსაც 2022 წლის 2 ოქტომბერს 128 წელი უსრულდება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყო მე-10 საკარო სკოლაში.

დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ თვითმმართველობის და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბახტაძე- ,,სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო-სკოლების რეაბილიტაცია. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით. სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, სადაც სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, შემოდგომისთვის სამტრედიას ამ სკოლის სახით სრულიად განახლებული სასკოლო დაწესებულება შეემატება, სადაც შენარჩუნებული იქნება ძველი იერსახე. ახლო მომავალში დაიწყება მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და ახლო მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება