რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბეტონის საფარის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს სოფ.ნოღაში გამოჩინებულის მიმართულებით.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა აღნიშნა ,,სოფ. ნოღიდან გამოჩინებულის მიმართულებით მრავალი წელი გზა მოუწესრიგებელი იყო, გზის დაგებით სოფლისთვის მთავარი პრობლემა გადაიჭრება.”
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტერის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან და ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.


