fbpx

გიორგი ხელაშვილი: არც ერთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში არ გაუღია იმაზე დიდი მსხვერპლი დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, რამდენიც საქართველოს, მაგრამ ეს არ დაფასდა

ევროპული პერსპექტივა არის ის, რასაც დიდი ხანია მოვითხოვდით ევროპისგან და თავისთავად ეს არის ძალიან კარგი, რაც მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„რატომ ვერ მივიღეთ უფრო მეტი, სამი დიდი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ. პირველი – გეოგრაფია, მეორე – მსხვერპლი და მესამე – პოლარიზაცია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკამ ითამაშა დიდი როლი თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს არა აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, მაშინ, როცა როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა ესაზღვრება ევროკავშირს. აი, ეს ძალიან მარტივი არგუმენტი შეიძლება პირობითადად გადამწყვეტი ყოფილიყო ამ საუბრების დროს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინელები კვდებიან ევროპერსპექტივისთვის და ამიტომ ეს მათ უნდა დავუფასოთ. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, მსხვერპლს აქვს ამოწურვის თარიღი და ვადა, რომლის განმავლობაში ის პოლიტიკურად მოქმედებს, ვინაიდან არც ერთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში არ გაუღია იმაზე დიდი მსხვერპლი დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, რამდენიც საქართველოს, მაგრამ ეს არ დაფასდა. “, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება