სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ,,გია და კომპანია” ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა. თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი სამტრედიას უახლოეს ხანში ექნება


