fbpx

დავით ბახტაძე – საქართველოს მთავრობის მიერ მორიგი მნიშვნელოვანი და ხალხისთვის სასარგებლო პროექტი ხორციელდება

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანხლებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, ნინო დარსაველიძესთან, ანა ნიკვაშვილთან და ოთარ ჩუბინიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის პროგრამა გახლდათ, სადაც მოხდა ინფორმაციის მიწოდება და მხარეებს შორის სამომავლო გეგმებზე შეჯერება. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო, 2022-2024 წლებში მიწის ნაკვეთები სისტემური წესით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დარეგისტრურდება ( გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი). დავით ბახტაძე ,, საქართველოს მთავრობის მიერ მორიგი მნიშვნელოვანი და ხალხისთვის სასარგებლო პროექტი ხორციელდება. აღნიშნული შეხვედრა სამტრედიაში პროგრამის ეფექტურად განხორციელებას ემსახურება.” სამუშაოების თანმიმდევრობა განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: napr.gov.ge

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება