fbpx

სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა

სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეგობრობის, პირველი, მე-3, მე-4, მეოთხე-ა, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ჩიხებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა რამოდენიმე ათეული წელია არ ყოფილა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,ლატექსი” ასრულებს. დავით ბახტაძე- ,,საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ჩიხებია, ამით ვფიქრობთ ადგილობრივების მთავარი პრობლემა მოგვარდება. მსგავსი სამუშაოები მომავალში ინტენსიურად გაგრძელდება.” დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სამუშაოები მასშტაბურია სამტრედიისთვის, აღნიშნული ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება