fbpx

სამტრედიის მერი- ,, ჩვენთვის უმთავრესია, რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი და თითოეული შესრულებული პროექტი მათ მითხოვნებზე იყოს მორგებული “

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა.

დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, ააიპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტურქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებზე ისაუბრა და პასუხისლმგებელ პირებს თავიანთ საქმიანობის სფეროებში კონკრეტული დავალებები მისცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით თანხობრივ მაჩვენებელზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ 35 მლნ. ბიუჯეტიდან 19 მლნ-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. აქ გათვალისწინებულია ადგილობრივი და სხვა მსხვილი პროექტების ფონდებიდან დაფინანსებული სამუშაოები.

თათბირზე მოხსენებითით ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ გოგია და სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ახობაძე წარსდგენ.

მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების, საპილოტე რეგიონების განვითარების, მუნიციპალური განვითარების ფონდების, სოფლის განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ჯამში 19 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. თითოეული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათ საჭიროებებს წარმოადგენს.

რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, როგორც სამსახურის უფროსმა მოხსენებით წარადგინა, მიზნობრივი სოციალური ბიუჯეტი მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო 1 087 800 ლარი, 25 ოქტომბრის მდგომარეობით ბიუჯეტი არის 1 555 800 ლარი, სულ პროგრამა შეიცავს 29 ქვეპროგრამას აქედან ყოველთვიური დახმარებება არის 6 , ეს არის დიალეზის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების, დედმამით ობოლ ბავშვევის, მრავალშვილიანი ოჯახების, ლეიკემიით, ცერებრალული დამბლით დაავადებული ბავშვთა ფინანსური დახმარება. მიმდინარე წელს შემოსულია 4 000 -მდე განცხადება აქედან დაკმაყოფილებულია 3 543 განცხადება, გაცემულია 1600-მდე ადმინისტრაციული დაპირება სამედიცინო მომსახურებისათვისის

დავით ბახტაძე- ,,მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდი მოცულობის პროექტები ხორციელდება, ჩვენთვის უმთავრესია, რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი და თითოეული შესრულებული პროექტი მათ მითხოვნებზე იყოს მორგებული. “

მერმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების შესახებ.

დღევანდელ თათბირზე მერმა საკონკურსო წესით დანიშნული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ამირან თევდორაძე წარადგინა.

42 წლის ამირან თევდორაძეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამდე სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამირან თევდორაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება