fbpx

სამტრედიის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის პროექტი ,,საზაფხულო სკოლა” განხორციელდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო განათლების პედაგოგების კახა გალდავას და სოფო დარჯანიას ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის პროექტი ,,საზაფხულო სკოლა” განხორციელდა. პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაᲦლება, აქტიური მოქალაქეობის ხელᲨეწყობა, არაფორმალური განაᲗლების საᲨუალებიᲗ. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. საზაფხულო სკოლაში განიხილებოდა ისეთი თემები როგორიცაა, ადამიანის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, (მოხალისეობა, ინიციატივა, ადვოკატირება) კომუნიკაცია, ბულინგი. ახალგაზრდებთან სტუმრად მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე იმყოფებოდნენ. დავით ბახტაძე – ,,მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები და ახლაგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა. მიხარია, რომ ამდენი კარგი და წარმატებული ახალგაზრდაა. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მათგანს და პროექტის ავტორებს, კახა გალდავას და სოფო დარჯანიას.” სოფო დარჯანია პროექტის ავტორი –,, ძალიან დიდი ჩართულობაა ჩვენს საზაფხულო სკოლაში და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰპოვა. დღეს ახალგაზრდების თხოვნით სტუმრად გვყავდა მუნიციპალიტეტის მერი. განვიხილეთ აქტუალური საკითხები. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება