fbpx

სამტრედიის მერიაში მიმდინარე პროექტებზე სამუშაო შეხვედრა შედგა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, სამსახურის ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან სამუშაო თათბირი გამართა.

დავით ბახტაძემ მიმდინარე და მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ასევე განსახორციელებელ პროგრამებზე, პროექტებსა და საჭიროებებზე, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში აისახება და ადგილობრივ მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.

მერის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია მომავალი წელი წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის და მაქსიმალურად მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული, რაშიც თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერა და ჩართულობაა აუცილებელი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება