fbpx

სამტრედიაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

🇬🇪1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით და 9 აპრილის სიმბოლო – წითელი ტიტებით შეამკეს.

დავით ბახტაძე – ,,დღევანდელი დღე არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. 9 აპრილის გმირებმა გვიჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს. მადლობა თავისუფლებისთვის.”

გმირთა მემორიალთან მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური პერფომანსი წარმოადგინეს.

🇬🇪34 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უამრავი ადამიანი დაზარალდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება