fbpx

სამტრედიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი სპორტული აქტივობა და ჩემპიონატი ტარდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაერთი სპორტული აქტივობა და ჩემპიონატი ტარდება.

შესაბამისად, გასული წლიდან დღემდე, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. სამტრედიამ იმერეთში სპორტული ინფრატრუქტურის მოწყობის მხრივ საუკეთესო მუნიციპალიტეტის ტიტულიც მიიღო.

მინი-საფეხბურთო მოედანი მოეწყო მანჯგალაძის, თავისუფლების, ლაშა თევზაძის, გალაკტიონის ქუჩებზე.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დაბა კულაშში, დიდ ჯიხაიშში, წერეთლის ქუჩაზე – ილორის დასახლებაში, ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო საფეხბურთო და სათადარიგო მოედნები.

კალათბურთის მოედანი მოეწყო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მოხდა სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. ყოველივე ეს ხელს უწყობს მასობრივი სპორტის სახეობების განვითარებასა და სხვადასხვა სპორტულ სექციებში წარმატებული მოზარდების გამოვლენას.

უკვე დასრულდა რობაქიძის ქუჩაზე მინი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, სადაც ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით შიდა საუბნო ტურნირი მოეწყო.

გამარჯვებულ გუნდებს მერიისა და ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.

დავით ბახტაძე- ,,ჩვენთვის პრიორიტეტია ახალაგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, რომლის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება