fbpx

სამტრედიაში შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთიმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის გზა იგება, რომლითაც 500 მდე ოჯახი ყოველდღიურად გადაადგილდება და რამდენიმე სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზები” ასრულებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის
თანადაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ზაზა ნიკოლეიშვილთან და საკრებულოს წევრთან ჯონი თევზაძესთან ერთად გაეცნო.

დავით ბახტაძე – ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის პრიორიტეტულია გზების მოწესრიგება. ამ ეტაპზე, გზა იგება გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც რამდენიმე სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება