fbpx

სამტრედიაში ,,ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა

ლეგენდარული ანსამბლი ,,ქართული ხმები” სამტრედიაში პროექტით ,,წუთისოფელი” მაყურებლის წინაშე, დღეს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში წარსდგა.

როგორც ,,ქართული ხმების” ერთ-ერთმა სოლისტმა და პროექტის წამყვანმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა, ,,წარსულის ცოდნამ მომავლის შეცნობა უნდა გაგვიადვილოს. პროექტით ,,წუთისოფელი” ვცდილობთ იმ მიძინებული გრძნობების გაღვიძებას, რასაც ჰქვია სამშობლო, სიყვარული, მეგობრობა. უზომოდ გახარებული ვარ დღეს. სამტრედიელი მაყურებლის ემოცია ჩვენც გადმოგვედო.”

დღევანდელი შეხვედრა პროექტის ფარგლებში მერვედ შედგა და იგი სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

,,ქართული ხმების” კონცერტს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სამტრედიელებისთვის, ვინაიდან ,,ქართული ხმების” ღირსეული წარმომადგენელი, ჩვენი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე, მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული პატივისცემით წარსდგა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება