fbpx

საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთის ფარგლებში სამტრედიაში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ რეგიონის მუნიციპალიტეტებში სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

თავისი უნიკალურობით გამორჩეული პროექტი აერთიანებს როგორც პროფეისულ, სამოყვარულო, მუნიციპალურ, ასევე სახალხო თეატრებს.

დღეს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, ვეფხია ნადირაძის რეჟისორობით დადგმული, ერიკ ემენუელ შმიდტის ,,სასტუმრო ორი სამყაროს გასაყართან“ იხილა მაყურებელმა.

რეჟისორმა პროფესიონალი მსახიობების დახმარებით შეძლო სიკვდილ–სიცოცხლის გასაყართან გამხელილი არსებობის არსი მოეტანა მაყურებლამდე. გადმოეცა, თუ როგორი ძღვენი მოგვართვა ღმერთმა სიცოცხლის და თავისფლების სახით, რომ სიკვდილი არც სასჯელია და არც ჯილდო….

პიესის მთავარი სათქმელი დღეს თეატრს მონატრებული მაყურებლის ოვაციის და აპლოდისმენტების ფონზე ისმოდა.

სპექტაკლებს ,,თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში აფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან.

კომპეტენტური ჟიური დღეს სამტრედიის დასის მიერ წარმოდგენილ ნამუშევარსაც დაესწრო. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ,,ფესტივალი მართლაც გამორჩეულია თავისი სპეციფიკით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ჩვენ ვხედავთ როგორ მუშაობს რეგიონში თეატრები. დღეს გამიხარდა, რომ ერთი ჩემი სტუდენტიც ვიხილე სცენაზე. კარგია, რომ თეატრი კარს უღებს ახალგაზრდებს.“

სპექტაკლს დღეს ესწრებოდა ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორი და დამფუძნებელი, ლევან როხვაძე, რომელმაც მხარდაჭერისთვის და ფესტივალის სიყვარულისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, თეა წულუკიანს, სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძეს და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა დღევანდელ წარმოდგენას.

ფესტივალი წელს მეცამეტედ იმართება და დახურვის ღონისძიება ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება