fbpx

სამტრედიაში სხვადასხვა მიმრთულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები.

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მე- 6 ბაგა-ბაღში, ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, კულტურის ცენტრის, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის განკარულობით გამოყოფილი სახსრებით, მე-6 ბაგა-ბაღში სტიქიის შედეგად დაზიანებული ძველი, ამორტიზირებული სახურავი შეიცვალა თანამედროვე თუნუქის სახურავით. ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბაგა-ბაღში ფოიეს რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

ტოლებში, მდინარე ხევისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინაროებს. რეაბილიტაცია უტარდება ხიდს, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება