fbpx

სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სოფელ ჩხენიშში ახალ სამედიცინო ამბულატორიაში, ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდი ,,გულთა კავშირისა” და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის
მიერ ერთობლივი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

აქციის ფარგლებში წამყვანი სპეციალოსტების მიერ, ადგილობრივებს გაეწიათ პირველი და მეორე დონის სრული ამბულატორიული მომსახურეობა, ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევა.

გამოკვლევის პროცესს სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

დავით ბახტაძე-,,ჩვენ ვცდილობთ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩავატაროთ უფასო გამოკვლევები. კეთილი საქმის კეთებაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კლინიკები, მათ შორისაა დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი და ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდი ,,გულთა კავშირი”. მადლობა ამ კარგი საქმისთვის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს მერაბ კვიცარიძეს, ფონდის პრეზიდენტს რობერტ ადარს, მედ-პერსონალს და თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო დღევანდელ სამედიცინო აქციაში“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება