fbpx

სამტრედიაში სკოლებს შორის მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს.

დღევანდელი შეჯიბრი ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ახლადრეაბილიტირებულ, დახურულ დარბაზში, ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა.

პირველი ადგილი ვაჟებს შორის მე-11 საჯარო სკოლამ, ხოლო გოგონებს შოროს დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა.

შეჯიბრს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და იაპონელ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

გამარჯვებული გუნდები მედლებით, თასებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა იაპონელმა სტუმრებმაც მიიღეს.

ტურნირი რამდენიმე დღე გაგრძელდება და სპორტის მრავალ სახეობას მოიცავს. მათ შორის ცურვას, ახლად გახსნილ საცურაო აუზზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება