fbpx

სამტრედიაში საცურაო აუზის და ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცი მიმდინარეობს

☑️მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით, სამტრედიაში მასშტაბური პროქტი ხორციელდება.

☑️ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედანის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დაგეგმილია ხელოვნური საფარის დაგება, ტრიბუნების განთავსება და განათების მოწყობა.

პროქტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.

🇬🇪🇪🇺ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში, დაიწყო საცურაო აუზის რეაბილიტაცია.

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან და ზედამხევდელობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება