fbpx

სამტრედიაში, სასთბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ

სამტრედიაში, სასთბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. დევნილებს და ეკომიგრანტებს იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს. კერძოდ, საუბარია სასათბურე მეურნეობის მოწყობაზე. ბენეფიციარს, რომელსაც საკუთრებაში აქვს მიწა, შესაძლებლობა აქვს 20 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვოს და 240 კვმ. ფართობზე სასათბურე მეურნეობა მოაწყოს ნებისმიერი კულტურისთვის საკუთარ ცოდნა-უნარებზე დაყრდნობით. ,,დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იმედი მაქვს, დაფინანსების შემთხვევაში, ეს დახმრება დადებითად აისახება დევნილთა და ეკომიგრანთა სოციალურ მდგომარეობაზე,” განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა, თამარ გავაშელმა. შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპლიტეტის მერი , დავით ბახტაძე, რომელმაც კონკრეტულ შეფასებებთან ერთად საინტერესო ინიციატივებიც გააჟღერა. ,,ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი სააგენტოს წარმომადგენლობას. ვფიქრობ, დაგეგმილ საგრანტო პროექტს დიდი გამოხმაურება ექნება. მნიშვნელოვანია სააგენტოს ბენეფიტი პროფესიული განათლები მიმართულებითაც. ვიცით, რომ ისინი დევნილ და ეკომოგრანტ სტუდენტებს მგზავრობას უფინანსებენ. ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ვაპირებთ წამხლისებელ ღოინისძიებებს პროფესიული განათლების კუთხით, რაც ერთგვარი მხარდაჭერაა,” განაცხადა დავით ბახტაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ზაქრაძე, მოადგილე გიორგი მეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. დაისვა შეკითხვები, რომლებზეც დევნილებმა და ეკომიგრანტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება