fbpx

სამტრედიაში რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით, რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა.

ჭადრაკის ჩემპიონატში ერთმანეთს სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მოჭადრაკეები დაუპირისპირდნენ.

ჩემპიონატში მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, პირველი ადგილის მფლობელი ბესო ლეჟავა გახდა, მეორე ადგილი კობა ძიძიგურმა, მესამე ადგილი კი თამაზ შანიძემ დაიკავა.

რაც შეეხება პატარებს აქ შედეგები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი მარიამ გოთოშია, მე-2 ადგილი ანა ბელთაძე.

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.

ტურნირის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ რეზო შანიძის ოჯახის წევრები.

დღეს ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს დემეტრე თევზაძეს, თასი და სიგელი სწორედ რეზო შანიძის ვაჟმა, თამაზ შანიძემ და შვილიშვილმა, სანდრო შანიძემ გადასცეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება