fbpx

სამტრედიაში მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა

მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო შეჯიბრი საჯარო სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში და 3X3 კალათბურთში.

სპორტულ აქტივობებს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მოადგილე გია მეიშვილი, საკრებულოს თაჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე,
იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რეზო რობაქიძე და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის იმერეთის კოორდინატორი, მანანა მანაგაძე ესწრებოდნენ.

გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიის და ოლიმპიური კომიტეტის მიერ დასაჩუქრდებიან.

დავით ბახტაძე-,,ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მსგავსი ტიპის აქტივობები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ჩართულობა საკმაოდ მაღალია, რაც იმას მონწმობს, რომ სპორტი საზოგადოების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალიტეტის მერია მზადაა მხარი დაიჭიროს მსგავს ინიციატივებს. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ოლიმპიური მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ მათ.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება