fbpx

სამტრედიაში მიმდინარე ინრასტრუქტურული პროექტები მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

➡️ინფრატრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან თენგიზ ცაგურიასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

📌ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხენიშში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,მეგაბილდი” ასრულებს.

📌”საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და დასასვენებელი პარკი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გლობალ სტანდარტ მშენი” ასრულებს.

📍თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და მოსასვენებელი პარკი ეწყობა.

📍გამსახურდიას ქუჩაზე არსებული სპორტული მინი მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

📌პარარელურად მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საკალათბურთო სტადიონის
და თავისუფლების ქუჩაზე მინი ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

➡️სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდების თანადაფინანსებით ხორციელდება.

📌კაპიტალური გზა ეწყობა სოფელ მიწაბოგირაზე სასაფლაომდე მისასვლელი და კრავეიშვილების ქუჩაზე.

➡️☑️სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები ასრულებენ.

დავით ბახტაძე -,,ჩვენთვის უმთავრესია სამუშაოების შესრულების ხარისხი და მოსახლეობა იყოს კმაყოფილი. თუ სადმე რაიმე სახის ხარვეზი იქნება მშენებელი კომპანიის მიერ მყისიერად აღმოფხვრილი უნდა იყოს.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება