fbpx

სამტრედიაში იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაგა-ბაღი შენდება

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება.

75 აღსაზრდელზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბახტაძე – ,,დასრულების ფაზაშია შენობის სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები. ჩვენი მიზანია მომავალი თაობა ღირსეულ პირობებში გაიზარდოს”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება