fbpx

სამტრედიაში ვიზიტით ესტონეთიდან დელეგაცია იმყოფებოდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის პირველი დღე სამუშაო შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ირგვლივ სხვადასხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს ესტონეთის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ესტონური დელეგაციის, წარმომადგენლები ტინა ილსენი და პროექტის ექსპერტები. ,,პროექტის განკარგვა ადგილობრივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა“– ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის ფარგლებში მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება. ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, დელეგაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ბიზნესისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურა და ლოკაციები დაათვალიერებინა.

მერმა, ესტონელ დელეგაციასთან კონკრეტული იდეები განიხილა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმები დასახა. დღის ბოლო, სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი ცეკვის, სიმღერის და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს დაესწრნენ. ვიზიტის ბოლოს ესტონეთის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის. დავით ბახტაძე -,, რამოდენიმე თვის უკან სამი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესტონეთში ვიყავით სამუშოა ვიზიტით და დღემდე უამრავი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ესტონეთის გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მუნიციპალიტეტისთვის ბევრ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ესტონეთის მაგალითზე. ვგეგმავთ სამრეწველო და საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას. ამასთანავე, ესტონელ კოლეგებთან ქალაქის დაგეგმარების პროექტის შექმნაზე ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მადლობა ესტონელ მეგობრებს.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება