fbpx

სამტრედიაში ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის და ინტერვენციის ცენტრი “მეილინი”გაიხსნა

სამტრედიაში, ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის და მუნიციპალიტეტის მერიის
მხარდაჭერით ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის და ინტერვენციის ცენტრი
,,მეილინი” გაიხსნა.
ცენტრის გახსნას დაესწრო მერის მოადგილე, დავით ბახტაძე.
გახსნის ღონისძიებაზე აღნიშნული ცენტრის დირექტორის ლიკა მხატვარის და
მენეჯერის ნინო შარაშენიძის მიერ, დღის წესრიგით გათვალისწინებული
თემატიკის მიხედვით, განხილული იქნა სხვადასხვა მიმართულება, მიღწეული
შედეგები და არსებული გამოწვევები.
დავით ბახტაძის განცხადებით- ,, სამტრედიაში აღნიშნული ცენტრის გახსნა
სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ფაქტია. ამ ტიპის სერვისის ადგილზე მიღება
გააუმჯობესებს იმ შედეგებს, რაც ამ სფეროში არსებობს. ჩვენის მხრივ
მუნიციპალოტეტის მერია მაქსიმუმს გააკეთებს აღნიშნული ცენტრის
მხარდასაჭერად.”
ცენტრში იფუნქციონირებს: ქცევითი თერაპია, ადრეული განვითარების
პროგრამა რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამა.
ფსიქოლოგის, ნევროლოგის, ფიზიკური და მეტყველების თერაპევტების
კონსულტაციები.
სივრცეში ასევე იქნება შესაძლებელი “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის”
ბავშვთა თერაპიისა და აუტიზმის ინტერვენციის პროგრამით სარგებლობა
(დენვერის და აბა თერაპია, სენსორული თერაპია).

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება