fbpx

სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ბაშში. სადაც 686 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი ეწყობა.

გზის სარეალიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოსალეობას გაესაუბრა.

როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ბაშში აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

დავით ბახტაძე- ,,სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. ვფიქრობ აღნიშნული გზის მოწესრიგება ადგილობრივებს შეუქმნის კომფორტული გადაადგილების პირობებს და გამოაცოცხლებს ამ შესანიშნავ კუთხეს. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაგება ჩვენთვის პრიორიტეტია. მსგავსი პროექტები როგორც ამ სოფელში, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გაგრძელდება.”

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,J & J” ასრულებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება