fbpx

სამტრედიაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულების 29 წლისთავთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის პირელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

შეკრებილმა საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დავით ბახტაძე- ,, 27 სექტემბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის თავიანთი ძვირფასი სიცოცხლე გაიღეს. ასეთ გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო.”

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება