fbpx

სამტრედიაში ამ ეტაპზე 31 ლოკაციაზე იგება კაპიტალური გზა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 24 -ე ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 31 ლოკაციაზე მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რიმელიც დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

როგორც მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს და მაქსიმალური ყურადღება ექცევა შესრულების ხარისხს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ლატექსი” ასრულებს.

როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, 24 -ე ქუჩაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება